3-10-2019
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიულერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით საქართველოში ვიზიტი არის დემონსტრაცია ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის.
„თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის. გილოცავთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. ავღანეთში წარმომადგენლობის უმაღლესი პოზიციაა, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატოს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებით. მივესალმებით ბრიგადის გენერალ ბატონ ჯანჯღავას ამ როლში“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.