გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდზე უმასპინძლა

4-10-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტემიოლერი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია. ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელ შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის გავაძლიეროთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტუმრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის საპატრულო ხომალდი "ოჩამჩირეც" მოინახულეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემიოლერმა გემის დათვალიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როუზ გოტემიოლერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების ნახვა. მოხარული ვარ რომ მოვინახულე თქვენი სანაპირო დაცვის გემები და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სანაპირო დაცვის ოფიცრებს და სამხედრო მოსამსახურეებს.

მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი აბორდაჟის გუნდის წევრებს, რომლებმაც ნატო-სთან ერთად გაიარეს წვრთნები. ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას და უშიშროებას შავი ზღვის რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, მზიანი ამინდით, ბრიუსელში წვიმიანი ამინდის შემდეგ“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031