გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში, სამშენებლო მასალების საამქროში, მუშა დაშავდა

4-10-2019

გორში, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ საამქროში, მუშა, რომელიც სამშენებლო ბლოკის დაზგას წმენდდა, დაშავდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ, მოულოდნელად ელექტრომექანიზმის ჩართვა გახდა. შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მუშამ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. იგი კლინიკა ,,გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს თავის არეში აღენიშნება ჭრილობები და თავის ტვინის შერყევა, ასევე, საწარმოო შემთხვევის დროს მოხდა ყურის ნიჟარის დაზიანება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი მოთავსებულია ,,გორმედის“ სტაციონარში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნეიროქირურგმა კახა ფაცინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930