გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლის სამუშაოებს გაეცნო

5-10-2019

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლისა და მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო.

მისი თქმით, ძალოვანი კაბელების შეცვლა ღამის საათებში მიმდინარეობს და ეს პროცესი ხელს არ უშლის მეტროს ფუნქციონირებას.

„დაახლოებით 450 კილომეტრიანი ძალოვანი კაბელი იცვლება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რამდენჯერმე იყო შეფერხება, ავარიები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ყველაზე მეტი მგზავრი დღეს გადაადგილდება მეტროთი და ამდენად, უსაფრთხოება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ამის გამო, ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რომ კომპანიამ შეძლოს სამუშაოების წარმოება. ეს პროცესი მომავალი წლის ივლისში დასრულებული იქნება. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს სადგურების სრული რეაბილიტაცია. გვინდა რომ ისინი ვიზუალურად განვაახლოთ, რათა მგზავრებისთვის სასიამოვნო იყოს მეტროთი გადაადგილება“, განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 450 კილომეტრიანი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან ერთად, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამიანვებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისის მეტრო შეცვლილი განრიგით - 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მგზავრებს.

სამუშაოებს ჯამში ერთი წელი დასჭირდება და და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930