გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის საკრებულოში ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის საკითხზე დღეს მერის მოადგილეს ელოდებიან

26-02-2018

ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის ინიციატივასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიასა და კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან.

საკრებულოში შეხვედრა 11:00 საათზე იგეგმება.
„ხომ არ გვაქვს საქმე კონკრეტული ადამიანების და მაღალი თანამდებობის პირების ბიზნეს ინტერესებთან. იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველ სართულზეა ყველა ბიბლიოთეკა და კომერციული ფართისთვის გამოსადეგარია. შესაბამისად არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამით იყოს დედაქალაქის მთავრობა დაინტერესებული“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930