5-10-2019
რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ორი წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფიში გადაიყვანა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, მცირეწლოვანი სავადმყოფოში დაახლოებით სამი საათის წინ მიიყვანეს, მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და თბილისში სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკაში გადაყვანისთვის ამზადებენ.