გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ორი პირის დაკავების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

26-02-2018


 

ევროკავშირი ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილისა და ორი პირის დაკავების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მზად არის თავისი მონიტორინგის მისიის მეშვეობით (EUMM), მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას.

 

„საქართველოში, სამხრეთ ოსეთში,  საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა და ორი სხვა პირის დაკავება, სერიოზული შეშფოთების წყაროა.

 

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ბატონ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის თავისი მონიტორინგის მისიის მეშვეობით (EUMM), მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მხარდაჭერის მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით.

 

დაკავებული ორი ქართველი მოქალაქის პატიმრობის შემდეგ, ჩვენ ველით, რომ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ სასწრაფოდ უზრუნველყოს, რომ მათ საშუალება მიეცათ თბილისის მმართველ ტერიტორიაზე შესვლა.

 

ეს უკანასკნელი მოვლენები ხაზს უსვამს დამატებითი ზომების საჭიროებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ნდობის გაუმჯობესების მიზნით.

 

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობის მშენებლობას და კონფლიქტის მოგვარების პროცესს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და მონიტორინგის მისიის თანათავმჯდომარეობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930