7-10-2019
„სახელმწიფოს ნამდვილად ვულოცავ ამ წარმატებას...ოპონენტებს კი... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ქვეყნის დაქცევა/ დანგრევას რომ ვერ ახერხებთ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგ კვლევას ეხმაურება:
„კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი და საქართველო. მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, საინტერესოა, რომ კვლევა, რომელიც 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, და რომლის თანახმად ფასდება 214 ქვეყანა, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული კი შემდეგნაირია: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი, საქართველო. კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელს მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. სახლმწიფოს ნამდვილად ვულოცავ ამ წარმატებას...ოპონენტებს კი... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ქვეყნის დაქცევა/ დანგრევას რომ ვერ ახერხებთ...“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას.
კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელ მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.