გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტში ავარიას შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ თანამშრომელი ემსხვერპლა

7-10-2019

შპს „ჩინეთისრკინიგზის 23-ებიუროს ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"6 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული - თ.ჩ.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის მაქსიმალურიდახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს.

მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930