გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ბოლო წლებში ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება

8-10-2019

არის სისტემური საკითხები, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება და ამ მიმართულებით მთავრობა ტურიზმის სექტორთან ერთად იმუშავებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, განვითარების რა სტრატეგიული მიმართულებით მიდის ტურიზმის სექტორი.

„ტურიზმი სექტორი პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. მეორე იმიტომ, რომ ფრენების შეჩერების შემდგომ მათ სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ და მესამე, განვითრების რა სტრატეგიული მიმართულებით მივდივართ - ამაზე ვისაუბრეთ. დღეს აქ იყვნენ მსხვილი ქსელური ოპერატორები, რომლებსაც შევხვდით და ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ. 2 წლის გასვლის შემდეგ, რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ, არის სისტემური საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930