9-10-2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავჯდომარე, იმედა მღებრიშვილი ბენარაში, შოლავერში, უნწაში და ფარეხაში მოსახლეობას სეხვდნენ და მათთვის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოასფალტება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გაზიფიცირება დაასახელეს. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.