გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მოხალისეთა კორპუსი ფაროსანას წინააღმდეგ - თალაკვაძის მოსაზრება

26-02-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ამ მხრივ მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია მიაჩნია მიზანშეწონილად:

"რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მოთხოვნილი აქვს თუნდაც ოპოზიციას, არის დაგეგმილი, უკვე არის განხორციელების პროცესში. გარკვეული სტატუსების მინიჭება არის მეორეხარისხოვანი, ვიდრე ის ღონისძიებები, რის გატარებასაც ვაპირებთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია და ფერმერთათვის, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის კიდევ უფრო მეტი დახმარების უზრუნველყოფა ადამიანური რესურსის თვალსაზრისით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 


pirveliradio.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031