გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეზობლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

26-02-2018

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 

„სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ე.გ. წარსულში არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით მეზობელთან - ფ.ზ.-სთან მივიდა. მათ შორის საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ე.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ფ.ზ.-ს თავის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ზ. 15 ივლისს გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ე.გ. 2017 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031