გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აეროპორტში 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

11-10-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო გამშვებპუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის დ.დ.-ს კუთვნილი ბარგის რენტგენოსკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველო სსსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930