გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევაკუაცია ხაშურში - ყოფილმა ქმარმა ცოლს დაჭრამდე ხელყუმბარა ესროლა

11-10-2019

ხაშურში თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. გადაკეტილია ის ადგილი სადაც ცოტა ხნის წინ, ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მოქალაქეებს შემთხვევის ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930