დეპუტატის თქმით, ის აპირებს საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.
"რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ეს არის ყველაფერი ტყუილი, შეთითხნილი შავი პიარი ავტორიტეტული მაჟორიტარის მიმართ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ილია ჯიშკარიანს სხვადასხვა ენჯეოებმა და მედიამაც, რომელიც მათ აყვა, უკვე განაჩენი გამოუტანეს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს გამოძიება და არსებობს სასამართლო. ბევრს იძახიან, რომ ილია ჯიშკარიანს გვერდით უდგას ხელისუფლება, სამართალდამცავები და ეს თუ ასეა, ახლა მე ბრალი მაქვს წარდგენილი",- განაცხადა ილია ჯიშკარიანმა "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, თავისივე თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი 9 სექტემბერს წარედგინა.
საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო დღეს შეეფარდა.
დეპუტატი, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება.