13-10-2019
„ჩვენ ვმუშაობთ "ცენტრ პონტის" მიერ დაზარალებულ ხალხზე , ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით” - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კალაძე დარწმუნებულია, რომ მერიის ზრუნვა შედეგს გამოიღებს და კომპანიის მიერ დაზარებლებული 6000-მდე ადამიანის ოჯახში ბედნიერება დაბრუნდება.
"ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული ადამიანები 2500 ადამიანის პრობლემა ჩვენ მოვაგვარეთ. ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვმუშაობთ კიდევ "ცენტრ პონტის" მიერ დაზარალებულ ხალზე და აქაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებსაც დავეხმარებით. დაახლოებით 6000-მდე ოჯახია დაზარალებული ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მათ ოჯახებში დაბრუნდეს ბედნიერება და ღიმილიანი სახეები", - განაცხადა კახა კალაძემ.