გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ვეფხვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების დონე

15-10-2019

„დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა. თუკი ბალანსი დაირღვა, შეიძლება მივიღოთ ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში გარდაისახება სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ზოგადად, ქვეყნის პრობლემატიკაში“,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებულია არ ითვალისწინებს ქვეყნის სპეციფიკას და არ იძლევა ლავირების საშუალებას.
„ჩვენთვის ამოსავალია რამდენიმე პრინციპი. პირველი პრინციპი არის ის, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა. შესაბამისად, ბალანსის დაირღვევისას შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში, სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ა.შ. მეორე - ბალანსი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ საერთაშორისო გამოცდილებას. ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად ჩვენს ინტეგრაციას და ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამასთან, აქ გასათვალისწინებელია ევროკავშირის დირექტივა, რომლთანაც მიერთების ვალდებულება ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს და დათქმებს. საქმე ისაა, რომ ქვეყნები თავისი ეკონომიკური დონის ან სპეციფიკიდან გამომდინარე ითვალისწინებენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს. სწორედ ამის მიხედვით ითხოვენ ისინი ამ გამონაკლისებსა და დათქმებს“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მთავარია განისაზღვროს სად ვართ, როგორ უნდა განვითარდეთ და ამის მიხედვით მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის დონე, განვითარების დონე, სპეციფიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930