15-10-2019
,,შრომის კოდექსში, რომ ცვლილებებია შესატანი ამაზე მრავალგზის თქმულა და ევროდირექტივაც ამას გვავალდებულებს. თუმცა, მარეგულირებელი ნორმების შემოშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებებს შორის. რაც უნდა იყოს მორგებული არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე”,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,შრომის კოდექსში, რომ ცვლილებებია შესატანი ამაზე მრავალგზის თქმულა და ევროდირექტივაც ამას გვავალდებულებს. თუმცა, მარეგულირებელი ნორმების შემოშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებებს შორის. რაც უნდა იყოს მორგებული არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე.ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას და ტვირთად არ დააწვეს კერძო ბიზნეს.
მნიშვნელოვანია, ინიციატივა განხორციელდეს იმგვარად, რომ არ გაცდეს ევროდირექტივას.
თუმცა, არსებული ინიციატივა არის ზედმეტად მკაცრი და გაცდენილია იმ სარეკომენდაციო ჩარჩოს რასაც გვთავაზობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ დირექტივასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპობრივი დაახლოების პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს არ მოხდეს ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის გაუმართლებელი ტვირთის დაწესება და დავრჩეთ მხოლოდ ხელშეკრულებით გათალისწინებულ პროცესის ფარგლებში”,- წერს ოთარ ანგურიძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.