15-10-2019
საქართველოს ბიზნესასოციაციის შემდეგ, "შრომის კოდექსის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ბიზნესმენებიც ეხმაურებიან. კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ პრემიერი და მთავრობა გაგებით უნდა მოეკიდოს ბიზნესის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის შრომის უსაფრთხოების დაცვა არის პრიორიტეტი. სხვა დანარჩენი ცვლილება დააზიანებს ბიზნესსაც და დასაქმებულებსაც. "ჩვენი ქვეყანისთვის მთავრია ეკონომიური განვითარებაა. ყველა დაგეგმილი და განსახორციელებელი ცვლილება ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა ყველა დაინტერესებული მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს. ამასთან, უნდა გაანალზდეს არსებული სიტუაცია. მისაღები ცვლილებები ძვირი არ უნდა უჯდებოს ბიზნესს, მან არ უნდა გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება. პირიქით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების პირობებში წახალისებული უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც მთავარია, უნდა ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად,"-აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელისა და გენერალური დირექტორის მოსაზრებით, აუცილებელია "ოქროს შუალედის" გამოძებნა შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს კონსესუსის მიღწევა და ეს უნდა გახდეს კარგი მაგალითი მთავრობის, დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების, რათა ყველას ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული