გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს

15-10-2019

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, "შრომის კოდექსის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა , ისე ბიზნესის შესაძლებლობები.
"საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც პარლამენტმა იმუშავა, მიმართულია დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისკენ და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. თუმცა , ცვლილებების მიზანი უნდა იყოს ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების დაცვა და მეორე მხრივ, ბიზნესის შესაძლებლობების გათვალისწინება.

ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე გვიწევს, რომ საკმაოდ სუსტი ეკონომიკა შესაბამისობაში მოვიყვანოთ და გავუთანაბროთ ძალიან კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც თავის მხრივ, პასუხობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კანონმდებლობის დახვეწის პროცესში არ უნდა გამოგვეპაროს ბიზნესის საჭიროებები და რეგულაციები არ უნდა გულისხმობდეს ხისტ ჩარევას.
ვფიქრობ, მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არის რესურსი, რომ დეკრეტული შვებულების, შრომითი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხები სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დარეგულირდეს და შედგეს ბიზნესთან კონსესუსი"-განაცხადა წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930