15-10-2019
ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიას და სააკაშვილის გაყრა - შეყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
,,ეს არის მათი ტაქტიკური სვლა. ისინი ძალიან ხშირად იყენებენ ამას, როგორც ვერცხლისწყალი ძალიან იოლად განიბნევიან და როგორც ვერცხლისწყალი ასევე ძალიან იოლად შეერთდებიან“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.