გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ციხიდან 10 დღის წინ გამოსულმა მამაკაცმა 15 წლის ბიჭი დაჭრა"

16-10-2019

ახმეტელის თეატრთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე "ნიუპოსტმა" ახალი დეტალები გაარკვია. როგორც დაჭრილი მოზრადის, გიორგი ფალელაშვილის ახლობელი ჩვანთან საუბარში აცხადებს, რომ 15 წლის ბიჭს ჭრილობები ნასვამმა მამაკაცმა შაურმის საჭრელი დანით მიაყენა

 


მისივე მონაყოლის მიხედვით, დაჭრაში ბრალდებული მრავალჯერ ნასამართლევია და მან საპყრობილე აღნიშნულ შეხვედრამდე 10 დღით ადრე დატოვა.
ფალელაშვილის ახლობელი ამბობს, რომ შემთხვევისას მოზარდი მამასთან ერთად ახმეტელის მეტროს მიმდებარედ არსებულ რესტორანთან იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად ჩხუბი ატყდა.
ფალელაშვილი და მასთან მყოფი პირები აგრესიული ახალგაზრდების გაშველებას ცხილობდნან, როს შემდეგაც ნასვამი მამაკაცი საშაურმეში შევარდა და მოზარდს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭ­რი­ლი გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი გლ­და­ნის 173-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლეა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბიჭი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ამ დრომდე მართვად სუნთქვაზე იმყოფება.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930