გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთის პრემიერს შეხვდება

26-02-2018

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ანკარაში სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებსა და წევრებს შორის გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდიმირთან და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისმაილ კაჰრამანთან.


სამმხრივი ფორმატის ფარგლებში მხარეები საპარლამენტო დიპლომატიის, რეგიონული უსაფრთხოების და პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი პერსპექტივის საკითხებს განიხილავენ.


„თანამშრომლობის ეს ფორმატი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვიხილოთ სამმხრივი პარტნიორობის დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ვისაუბრებთ სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. განვიხილავთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივებსა და გეგმებს. თურქეთსა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და მივესალმები საპარლამენტო დონეზე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.


ვიზიტის ფარგლებში მონაწილე მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს.


მსგავსი სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა თურქეთს, აზარბაიჯანსა და საქართველოს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს ბათუმში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930