17-10-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), გლდანი მუხიანის გადასასასვლელის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ქვემო მეტალურგის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, წმინდა ბარბარეს უბნის, სერგო მელიას, ნაკადულის, ვალოდია გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, ყიფიანის, ჯავახეთის, თამარის, შანავას, ბურჯანაძის, წმინდა ბარბარეს, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ხევძმარის, მუხიანის, მონადირეს, ვახტანგ ფირცხალავას და ალეკო გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის, მშვიდობის და უცნობ გმირთა ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 14 საათამდე აკაკი წერეთელის გამზირის(ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ)მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა დავით სარაჯიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე კი ვაჟა-ფშველას გამზირის(ნაწილობრივ),ქავთარაძის, ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.