გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დევნილ ოჯახებს წლის ბოლომდე კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ

17-10-2019

„დევნილ ოჯახებს წლის ბოლომდე კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოოდ მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლებია. სწორედ ეს იწვევს ზოგჯერ იმ ოჯახების უკმაყოფილებას, რომლებიც დღემდე ბინის მოლოდინში არიან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხებს არეგულირებს დადგენილი წესები და არა კონკრეტული პიროვნებები. თუ ვინმემ, სხვადასხვა მიზეზით, დაუშვა გამონაკლისები, მით უმეტეს გაუმართლებელი, ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ უკმაყოფილებას უშუალოდ დევნილებში და შესაძლოა, ბინების მშენებლობაც და მათი ოჯახებზე გადაცემა შენელდეს, რაც არც ხელისუფლების და არც დევნილთა ინტერესებში ნამდვილად არ შედის - პირიქით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კიდევ უფრო დასაჩქარებლად.ვიჩქაროთ ისე, რომ პროცესი საკუთარი ხელით არ დავაზიანოთ და ძალადობა ან უსამართლობა არ ავირჩიოთ ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად“. - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს მოუწოდა, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930