17-10-2019
თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს ახორციელებს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.
„მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება“-აცხადებენ მერიაში.