გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურ ასამბლეას მომავალ წელს თბილისი უმასპინძლებს

17-10-2019

მომავალ, 2020 წელს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური ასამბლეა თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. კანდიდატებს შორის იყვნენ და ჩვენს დედაქალაქს კონკურენციას უწევდნენ ისეთი მეგაპოლისები, როგორიცაა სინგაპური, მელბურნი, ტოკიო, სან-პაულო და რომი.

„აღსანიშნავია, რომ არა მარტო საქართველოს დედაქალაქს, არამედ არცერთ პატარა ქვეყანას არასდროს ჰქონია პატივი ემასპინძლა ისეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიებისთვის, როგორიც მსოფლიო პროფკავშირების მთავარი მმართველი ორგანოს - გენერალური საბჭოს სხდომაა“-აცხადებენ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და პირველი პირი ეწვევა და გლობალური მნიშვნელობის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„აღსანიშნავია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის - ირაკლი პეტრიაშვილის წვლილი გადაწყვეტილების ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებაში, რაც თავის მხრივ საქართველოს პროფკავშირების აღიარება და ამასთანავე დიდი პატივია. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომა ბრიუსელში დღესაც გრძელდება. ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე პრეზიდენტია და შეხვედრაში ამ სტატუსით მონაწილეობს. მსჯელობის მთავარია საკითხია მშრომელთა ძალის გაძლიერება“-აცხადებენ პროფკავშირებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930