17-10-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, თინათინის, ცაგარელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, ახმეტელის, შმიდტის, ბურძგლას, საირმის, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე სოფელი კიკეთის და ბეთანიის, ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, გლდანი-მუხიანის გადასასასვლელის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანი II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ქობის, რეზო გაბაშვილის, ქუჯი ერისთავის, ლევან რჩეულიშვილის, ევგენი ღვალაძის, გობრონიძის, ბობოხიძის, ავშნის, ლერი ლაგურაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის, ავჭალის, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბერიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სანდრო მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.