18-10-2019
არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნის, არც დაუჯეროთ. მათი შემოთავაზებით, არასოდეს პენსია არ უნდა გავზარდოთ. არ შეხედოთ „გამჭვირვალობას“, შეხედეთ რეალობას. „გამჭვირვალობის“ დაჯერებამ ზოგჯერ შესაძლოა, უხერხულობაც შექმნას და დღევანდელ მაგალითს მოვიყვან: ჩვენი საპატივცემული ჟურნალისტები უხერხულში ჩავარდნენ.
„გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს და დღეს როცა შემოვდიოდი, გზა გადამიღობა პრაქტიკულად, ყველა ჟურნალისტმა და დასვეს კითხვა, რატომ მუშაობს ჩემი მეუღლე საჯარო სამსახურში და იღებს ბიუჯეტიდან ხელფასს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არც ერთ თეთრს ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ელემენტარულად, ის იქ არ მუშაობს. ობიექტურობიდან გამომდინარე, უნდა დავადასტურო ისიც, რომ რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი „გამჭვირვალობიდან“. პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასე რომ, მეგობრებო, არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად დისკრედიტაცია საჯარო მოხელეების, დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და ახლა თქვენთვის ობიექტი ვიქნებით ჩვენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.