გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“იატაკი და ავეჯი მთლიანად ჩაიტანა ქვევით” – აფეთქება სანზონაში

19-10-2019

დღეს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა. ამის შსახებ ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან “მთავარი” იუწყება.

“დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილები არიან კლინიკაში” – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლის თქმითაც დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანი უნდა იყოს.

ამ მომენტისთვის 16-სართულიანი შენობა სრულიად დაცლილია და სამაშველო სამსახური პოლიციასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მუშაობს.

“ორნი ვიყავით სახლში. მე-5 სართულზე ვცხოვრობთ. აფეთქების შემდეგ, ჩვენი იატაკი და ავეჯი მთლიანად ჩაიტანა ქვევით და მოვახერხეთ გამოსვლა” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

შემთხვევის ადგილზე მისულები არიან ქალაქის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი სწავლობენ ადგილზე შექმნილ მდგომარეობას და მათი განცხადებით, მალე გააკეთებენ განცხადებას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსახლეობის გადაყვანის და კორპუსში შესვლასთან დაკავშირებით.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული კორპუსიდან სუნის შესახებ ზარი არ განხორციელებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930