გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ

19-10-2019

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, შიდა ქართლში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის რეგიონებში სტუმრობისას შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არის დამოკიდებული ცალკეული რეგიონის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის განვითარება, წინსვლა და წარმატება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ძალიან ემოციური და ამავე დროს, საქმიანი შეხვედრა იყო პედაგოგებთან. ძალიან ემოციური საყურებელია მათი შეფასებები, როდესაც განათლების სისტემიდან ღირსეულად ვაცილებთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც ათეული წლები ემსახურებოდნენ მომავალი თაობის განათლებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ახალგაზრდობაზე, ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, პენსიონერებზე, რომლებიც წლები ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, იმ სოციალურ დიდ ჯგუფებს, რომელიც წარმოადგენენ სახელმწიფოს სახეს, როგორებიც არიან პედაგოგები, მედიკოსები, სოფლის ექიმები, პოლიციელები, სამართალდამცავები, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას, ქმნიან შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეულად იცხოვროს, გაზარდოს შვილები, იშრომოს ქვეყნის და სახელმწიფოს წინსვლისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ყურადღების ძირითადი კონცენტრაცია იქნება ამ მიმართულებით. ამიტომ, სადაც ჩავალთ, ყველგან შევხვდებით, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს და ფერმერებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930