21-10-2019
თბილისში, მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.