გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

21-10-2019

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

ტაძარს რესტავრაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩაუტარდა.

2018 წელს დაიწყებული წეროსხევის ეკლესიის რესტავრაცია ფონდმა „ქართუ“ 214. 500 ლარით დააფინანსა.

კულტურუმი მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით, გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში, გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი. გარდა ამისა, ტაძრის ინტერიერში არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა, კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი, იატაკი მოიჭიმა კირხსნარით.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, პირველ რიგში, განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. სამუშაოები უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა.

ფონდი „ქართუ“ ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 28 ისტორიული ძეგლის რესტავრაციას აფინანსებს, საერთო ღირებულებით 2 728 300 ლარი.

ფონდ „ქართუს“ მიერ 2005-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტავრირებულია 800 -ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 86 539 010 ლარია.

2000 წლიდან, დღემდე „ქართუ“ ასევე აფინანსებს კულტურის ინფრასტუქტურის აღდგენას, რეაბილიტაცია, რესტავრაციას და ა.შ.

კულტურის სფეროში, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 2000 წლიდან ფონდს ჯამურად 600 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.

2018 წელს კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯულია 25 მილიონ ლარზე მეტი.

მხოლოდ 2018 წელს კულტურის სფეროზე გაცემულია: 30 970 496 ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930