22-10-2019
ხანძარი იყო გუშინ გვიან ღამით გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დამწვარია 20 კვადრატული მეტრის დამხმარე ფართი, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გვერდით იყო განთავსებული. განადგურდა ძველი ნივთები, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისნის გამგეობის წარმომადგენლების თქმით, დაზარალებულ ოჯახს მიმართვის შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ.