22-10-2019
გუშინ, 21 ოქტომბერს, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე 12 წლის გოგოს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში თავის ტვინის ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.