გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

22-10-2019

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ წუთებში რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიების გახსნით პანელს - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” მოდერაციას უწევს ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი.

თავის გამოსვლაში ნურიელ რუბინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებზე და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიური, უფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენის და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“ - აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

გახსნითი პანელის ფარგლებში, რუბინმა დადებითად შეაფასა აბრეშუმის გზის ინიციატივა და ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. „ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ ამ რეგიონში და აბრეშუმის გზის ინიციატივა მათ მიიყვანს ეკონომიკურ წარმატებამდე როგორც ამ რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით“ - განაცხადა ნურიელ რუბინმა.

ნურიელ რუბინის განცხადებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინეს, წარმატებას მიაღწიეს, ვინც ეს ვერ შეძლო, ის ქვეყნები ჩამორჩებიან ჩინეთს, საქართველოს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930