გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორეაში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

22-10-2019

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს ორგანიზებით, „Korean Film Archive“-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს, ქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასზე, კორეული სუბტიტრებით, ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთი ფილმი: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, ლევან თუთბერიძის „მოირა“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს და Korean Film Archive-ის ორგანიზებით, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930