„ე. ი. რა ხდება: - ხაზარაძემ ჯერ იძახა გახარიაა ამ წერილის ავტორიო, ახლა კი ის და მისი იურისტი ამბობენ - ეს არ გვითქვამსო, ანუ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს (ორივემ), ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ კი პროკურატურაში წერილი ისეთი ზარ-ზეიმით მიიტანეს, როგორც ფარაონის ანდერძი და ყველას გვეგონა, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულება ექნებოდა სათანადო გამოძიების დასაწყებად.
მაგრამ ოლოლო ჩვენდა - ეს მანუსკრიპტი ისეთი პროცესუალური დარღვევებით მიუტანიათ და რომელსაც სავარაუდოდ, იმდენი ადამიანის ანაბეჭდი და ხარვეზი აქვს, რომ გამოკვლევაც კი წარმოუდგენელია.დაულუქავ მდგომარეობაში მიტანილ საქაღალდეში ექსპერტიზის დასკვნასა და დისკთან ერთად, ასევე დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული იყო წერილის ე.წ. დედანი, რომელიც თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, უამრავი ადამიანისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი (ხელიდან ხელში ციმციმ გადადიოდა პრინციპით - მეც წამაკითხე რაა).
ამ ყველაფრის შემდეგ პროკურატურამ მაინც შევისწავლით წერილსო. რაღა დაგიმალოთ და არა მგონია ამ შესწავლას რაიმე შედეგი მოჰყვეს, მაგრამ ხაზარაძისგან განსხვავებით, ხელისუფლებას პასუხისგმებლობის გრძნობა აქვს და არ ათქმევინებს - უუუუსერიოზულესი ნივთმტკიცება, თაროზე შემოდესო, ეგაა და ეგ“, - წერს გაბრიჭიძე.