გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: არჩილ ტატუნაშვილის გადმოსასვენებლად ყველა ნაბიჯი გადადგმულია

27-02-2018

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყველა შესაძლო ნაბიჯი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს მხრიდან გადადგმულია. 
მისივე თქმით, ყველა სხვა მოქმედება, მათ შორის გზის გადაკეტვა, სახელმწიფოს ავნებს. 
„ძალიან კარგად იცით, ვის ხელშიცაა ამ ვითარების ბერკეტი. გადავკეტავთ გზას თუ რას გავაკეთებთ, ამით ვავნებთ ჩვენ თავს და სახელმწიფოს. აბსოლუტურად ყველა ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია და ოკუპანტი არის რუსეთი კარგად იცით რა ბერკეტებიც გვაქვს“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 23 თებერვალს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930