23-10-2019
მერვე დღეა საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან გაუჩინარებულ 63-ი წლის თამაზ აივაზოვს ეძებენ. როგორც ირკვევა, მამაკაცმა საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში კუჭის ოპერაცია გაიკეთა, სამ დღეში კი პაციენტი პალატიდან გაუჩინარდა.
აივაზოვის ოჯახის ახლობლები კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
“კათეტერი ედგა, ვერ ვპოულობთ. ექიმი ამბობს, რომ შევედით და იქ აღარ იყოო. დაცვას ვუთხარი სად წავიდა მეთქი და არ ვიციო” – აცხადებენ დაკარგულის ახლობლები.
“მეტრონომი” საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა.
როგორც დაწესებულებაში აცხადებენ პაციენტი 15 ოქტომბერს უნებართვოდ გავიდა პალატიდან.
“პაციენტი 15 ოქტომბერს გავიდა კლინიკიდან უნებართვთ. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გაკეთთა შეტყობინება შესაბამის უწყებასთან. საქმეში ჩართულია პოლიცია. ოჯახის კრიტიკას რაც შეეხება, თითოეულ პაციენტს სათითაო დაცვის წევრს ვერ მივუჩენთ. პაციენტის მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. აივაზოვი წავიდა უნებართვოდ და ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვავქს. გამოძიება დაწყებულია ისან-სამგორის პოლიციაში” – აცხადებენ დაწესებულების ადმინისტრაცია “მეტრონომთან” საუბარში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.