გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ვინც ამ თემაზე ქილიკობს, ან არაფერი ესმის ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების, ან უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას

23-10-2019

„დედამიწის ფილტვებად წოდებულ ამაზონის ტყეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა, არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ბერას, როგორც მუსიკოსს და ქველმოქმედს, თავისი წვლილი შეაქვს ამ გლობალური პრობლემის აღმოფხვრაში, ისევე, როგორც მის კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ვინც ამ თემაზე ქილიკობს, მას ან არაფერი ესმის და არ უნდა გაიგოს არც ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების, ან უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას.

„ხოლო კითხვის დასმა, თუ რა გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის? უბრალოდ სირცხვილია. 3 მილიარდზე მეტი უკვე დახარჯულია ივანიშვილების მიერ სხვადასხვა სფეროში. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება გრძელდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეხსენების გარეშეც კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება“,- განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031