23-10-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ანდღულაძის, ტატიშვილი, ჯიქიას, მათიაშვილის, შალვა მშველიძის, გოჩა ონაშვილის, ნავთლუღის, ოსიპ მანდელშტამის, ბუკისციხის, წალენჯიხის, ზურაბ ბეგიაშვილის, ჩოჩუას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის და დავით კვაჭანტირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 15 საათამდე აკაკი წერეთელის გამზირის, ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 20 საათამდე ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლები.