გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია

23-10-2019

"ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია’’,- ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„ძალიან არასერიოზული და სასაცილოა მსგავს გამონათქვამებზე სერიოზულად პასუხის გაცემა. მთელი მსოფლიო არის გაერთიანებული იმ სერიოზული გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ამაზონის ტყეში მოხდა და საქართველოს მხრიდან, ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031