გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამ კიზინგერი: საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება

23-10-2019

„საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება. ეს ავღანეთში ვიხილეთ და თან იმ პირობებში, როდესაც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი არც არის ჯერ“ - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

კონგრესმენის განცხადებით, საქართველო რეგიონში აშშ-ს საკვანძო სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორია.

„სწორედ ასეთი ძალისხმევის შედეგად ვხედავთ ეს რა ჯიშის ხალხია! საქართველო არის ამ საკმაოდ ხმაურიან რეგიონში ჩვენი საკვანძო სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორი. ამდენად, ამერიკის მხრიდან გაზრდილი მხარდაჭერა იქნება რუსეთიდან ყოველდღიურად მომდინარე გლობალური საფრთხის დაძლევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს საკანონმდებლო აქტი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და კოლეგებს თავგამოდებით ვთხოვ კენჭისყრისას გამოხატონ ეს დამოკიდებულება“ - განაცხადა ადამ კიზინგერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031