გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი ორ ქვეყანას შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას განამტკიცებს

24-10-2019

„ამ კანონპროექტის მიღება ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ბრენდან ბოილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებას.

მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც მსოფლიოს მწვავე რეგიონში სტრატეგიულ დატვირთვას იძენს.

„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია თავის პრიორიტეტად გამოაცხადა, და როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენელი, მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“ -წერს ამერიკელი კონგრესმენი და დასძენს, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხოლო 70 % - ნატოში წევრობას.

ბრენდან ბოილი 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას დეზინფორმაციული კამპანიებითა და კიბერ-თავდასხმებით განაგრძობს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კი საქართველოს ამ საფრთხეების აღმოფხვრასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დაეხმარება.

„ბევრი ქართველი ამერიკელი ფილადელფიას თავის სამშობლოდ თვლის და უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ამაყი ვარ, რომ კონგრესში ამ ადამიანებს წარმოვადგენ და, სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერს საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ - წერს ამერიკელი კონგრემენი თავის Facebook გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930