„დღეს ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის მართვის ეფექტურობა ეკონომიკური მშპ მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე გაზომა.
არადა, თუ მიმდინარე ფასებში გვსურს მისი გაზომვა, მაშინ მშპ უნდა განვსაზღვროთ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რაც 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მაგ.: 2012 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 8200$ იყო, 2012 წელს კი, ეს მაჩვენებელი $12 230-ს შეადგენს. თუ გავასაშუალოებთ, წლიური ზრდა გამოდის 6%-მდე.
რაც შეეხება ჯაფარიძისეულ ლოგიკას, რომელიც ეხება ეკონომიკის გაზომვას მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გარეშე, ასეთი მეთოდოლოგიით, დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, მშპ შემცირებულია მსოფლიოს ბევრ წამყვან სახელმწიფოებში. როგორიცაა, ნორვეგია, ავსტრალია, იაპონია, კანადა, შვედეთი, იტალია, ბრიტანეთი და კიდევ სხვა ბევრი... აღსანიშნავია, რომ IMF-ის ამ პარამეტრშიც საქართველოს უფიქსირდება 2012-2019 წლებში 1.2%-იანი ზრდა.
P.S. ბადრი, აწი მაინც არ დაგავიწყდეს, რომ ეკონომიკა იზომება მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით და არა მისი გამორიცხვით.
არადა, კაცი მთელი ცხოვრება „თიბისის“ ვიცე-პრეზიდენტი რომ არის, დამეთანხმეთ, ეკონომიკა როგორ იზომება, კი უნდა იცოდეს, წესით და რიგით. ისიც უნდა იცოდეს, მშპ როგორ გამოითვლება. არადა, ჯაფარიძე იმას გვიმტკიცებს, რასაც ბაკალავრის სტუდენტებიც კი მარტივად ხვდებიან. რა სახელი ჰქვია ახლა ამას - მშპ-თი მანიპულაცია თუ უვიცობა?!“ - წერს ოთარ ანგურიძე.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ უყაირათობისა და არაეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირებაა ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა.