26-10-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სოფელი ზურგოვანის, მისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის და ახალციხელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, რომანოზ ხომლელის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.