28-10-2019
თბილისში, ვარკეთილში, სავარაუდოდ, მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით კლიენტსა და ტაქსის მძღოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა რა დროსაც ტაქსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს.
შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის განცხადებით, 56 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
შსს-ში აცხადებენ რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”.