გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქველმოქმედება „მსოფლიოს ფილტვების" გადასარჩენად

28-10-2019


„ამაზონიის გადასარჩენად მთელი მსოფლიო გაერთიანდა, საქართველოში კი ამაზონიისთვის ქველმოქმედება კონკრეტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფისთვის საქილიკო გახდა“ - ნათქვამია „იმედის კვირის“ სიუჟეტში, რომელიც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედებას ეხება.

„ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებით ამაზონიის ტყის აღმდგენთა მსოფლიო სიაში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, არამედ საქართველო მოხვდა და ეს მსოფლიომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერად აღიქვა“ - ამბობს გადაცემის წამყვანი.

სიუჟეტში ასევე საუბარია 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე.

„ფონდმა ქართუმ 8 მილიონი ლარი, თანაინვესტირების ფონდმა 500 000, ქართუ ბანკმა კი 2,5 მილიონი ლარი გამოყო. ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10, 750 000 ლარი შეადგინა, სახელმწიფომ შეძლო ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება, ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოწესრიგება“ - ამბობს ავტორი და 2 წლის წინ გაჩენილ მასშტაბურ ხანძრებსაც იხსენებს, მათ შორის აბასთუმნის ტყეში.

ფონდი ,,განვითარება და გარემოს“ დამფუძნებელი თეიმურაზ ტყემალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით არაერთი აქცია გაკეთდა და იგი კვლავაც მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ძალისხმევა არ დაიშუროს.

„აბასთუმნის გარშემო, დაახლოებით 4000 ჰექტარი გადაეცა უკვე და გადაცემის სტადიაშია დაცულ ტერიტორიებს. შევთანხმდით, რომ მის გარშემო საფუძველი ეყრება აბასთუმნის მდგრადი სატყეო მეურნეობის დაარსებას. პროექტი იქნება უნიკალური, ჩვენ შეთანხმებულნი ვართ საერთაშორისო, გარემოსდამცველ დიდ ორგანიზაციებთან და მოწონებული არის, რომ ეს პროექტი შედგეს“ - ამბობს თეიმურაზ ტყემალაძე.

სიუჟეტში ასევე საუბარია 2000-2018 წლებში საქართველოში პარკებისა და ბაღების მოწყობა-პატრონობისთვის ქართუს მხრიდან დახარჯული ასობით მილიონი ლარზეც. მათ შორისაა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი-13 მილიონიანი ინვესტიცია. იქ მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად კიდევ 4 მილიონი ლარი დაიხარჯა;

ბათუმის 6 მაისის პარკი-11 მილიონ ლარზე მეტი „ქართუდან“. დამატებით, 4 მილიონი ლარი დაიხარჯა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრებისა და ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად;

გარდა ამისა, ციცინათელასთან ახლოს, მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის დარგეს 1500 ევკალიპტი. შედეგად, აჭარის რეგიონში გაჩნდა თანამედროვე, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გაშენდა და მიმდინარე წელს გაიხსნა გურიაში 4 ჰექტარზე გაშენებული წვერმაღალას პარკი.[pp

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930